ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსი" უკვე მეოთხედ გახდა ოქროს ბრენდის მფლობელი
05/04/2012

პრესრელიზი

5 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

„თეგეტა მოტორსი" უკვე მეოთხედ გახდა ოქროს ბრენდის მფლობელი

PUBLICITY.GE, თბილისი, 5 აპრილი, 2012 - 4 აპრილს, 20 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია"-ში, 2011 წლის  ოქროს ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი გიამართა. წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური, მეშვიდე ცერემოინია ჩატარდა Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.

„თეგეტა მოტორსი" უკვე მეოთხედ გახდა  ოქროს ბრენდის მფლობელი ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში და დასახელდა საქართველოს ბაზარზე ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებული წარმატებების მქონე კომპანიად.

ბრენდის, სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს 200-მდე ექსპერტი აფასებს. გამოკითხვის შედეგები, საქართველოს სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL-ის წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლით ჯამდება. ნომინანტი ბრენდების შერჩევა მათი ცნობადობის, პოპულარობის, ასევე კომპანიის მიერ ამ ბრენდთან დაკავშირებით წარმოებული კრეატიული სარეკლამო კამპანიის გათვალისწინებით ხდება.

2011 წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობას, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.

ღონისძიებას 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. დაჯილდოვების ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, კომპანიათა მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები...

წაკითხულია: 2228